
2 თებერვლიდან „მანი“-ს ახალი
ავტობუსები N37 მარშრუტზეც იმოძრავებენ.
სადგურის მოედანი-აეროპორტის
მიმართულებით სულ 10 ახალი ავტობუსი ივლის. ამავდროულად, აღდგება
ღამის რეისებიც. 23.00 საათიდან დილის 7 საათამდე პერიოდში პირველ
ეტაპზე 90-წუთიანი ინტერვალით თითო ლურჯი ავტობუსი იმუშავებს.
მგზავრობის საფასური დღე-ღამის საათებში ერთნაირი და სტანდარტული, 50
თეთრი იქნება. ასევე, ძალაში დარჩება მერიის მიერ დაწესებული
შეღავათებიც. N37-დან გათავისუფლებული საშუალო ტევადობის
„ბოგდანები“ სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება: მათ შორის
N19, 50, 72 და 101 მარშრუტებს თითო ავტობუსი დაემატება. შემდეგ
ეტაპზე ახალი ავტობუსები N14 მარშრუტზე დაინიშნება, რომელიც დიდი
დიღმიდან ბარათაშვილის ხიდამდე მოძრაობს. ეკოლოგიური-CNG
ძრავაზე მომუშავე, ადაპტირებული და ევროსტანდარტების ახალი
ავტობუსების მოწოდება მარტში დასრულდება. სულ თბილისი 143 „მანის“
ავტობუსს მიიღებს.