სიახლეები
შეხვედრა შს მინისტრთან

შინაგან საქმეთა მინისტრი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში

გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს, ქრისტიან დანიელსონს შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - „მეტი მეტისთვის“ ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შეძენილი აღჭურვილობის გადმოცემის საკითხები განიხილეს და სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, ევროკავშირთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული დაკვირვებისა და სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა. ღონისძიებას ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორატის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელები, შსს-ს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

Print