კიდევ ორს კი სამართალდამცველები ეძებენ. თავდასხმა კი იურისტ ილია ჯანელიძეზე 28 იანვარს, 22:00 საათზე მოხდა. ადვოკატი ახლობლის სახლიდან გუმათჰესის მიმართულებით მოტყუებით წაიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და მდინარეში ჩაგდებით დაემუქრნენ. თავდასხმის შემდეგ ადვოკატი სახლში დააბრუნეს და გააფრთხილეს, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის ეთქვა. ანგარიშსწორების მიზეზად ადვოკატი ერთ-ერთ საქმეს ასახელებს, რომელზეც მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის ქვეშ მყოფი ადვოკატს, მისი ინტერესების დაცვისათვის არასწორი ტაქტიკის გამოყენებაში ადანაშაულებდა.