
ბავშვთა სამყაროსა და მიმდებარე
ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე გადაადგილება
კვლავ აკრძალულია.
ცოტა ხნის წინ შენობაში კიდევ რამდენიმე ცეცხლის კერა გაღვივდა
რომელიც მეხანძრეებმა ჩააქრეს. ადგილზე აალების საშიშროება კვლავ
რჩება, პარალელურად შენობასთან რჩებიან ვერცხლით
მოვაჭრეები, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვენ სავაჭრო დახლებთან
მისვლას რათა ზარალი დაითვალონ. ამის გამო დილით
სამართალდამცველებთან შელაპარაკებაც კი მოხდა. ცოტა ხნის წინ ადგილზე
მივიდა თბილისის ვიცე მერი. ტერიტორია სამხარაულის ექსპერტიზის
ცენტრის სპეციალისტებმაც შეისწავლეს. როგორია ექსპერტების
რეკომენდაციები და რა განცხადებები კეთდება ქალაქის
მთავრობაში?