გაჭიანურებული პროცესი ლოგიკურ
დასასრულს უახლოვდება.
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი 12 იანვარს დაუჭირა. კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა.
ევროპარლამენტის სესიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად დაესწრება. ირაკლი კობახიძე უკვე ბრიუსელშია და ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრებს მართავას.