სიახლეები
სესხების გალარების პროგრამა დაიწყო
17 იანვრიდან საქართველოში სესხების გალარების პროგრამა დაიწყო.

პროგრამა ერთჯერადია და ორი თვე გრძელდება. გასული კვირის მონაცემებით, "საქართველოს ბანკში" 210-მდე სესხია გალარებული, "ვითიბიბანკში" 1 მილიონი ლარის ოდენობით მოხდა სესხების გალარება, ხოლო "თიბისი ბანკში" 5 მილიონ ლარამდე.

პროგრამას საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად ახორციელებენ. როგორც საბანკო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, მიმართვიანობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე  ელოდნენ. დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა, სადაც  ის შედეგები და საკითხები განიხილეს, რაც გალარების ერთჯერადი პროგრამის დაწყებიდან დღემდე დაგროვდა. რატომ აჭიანურებენ მომხმარებლები სესხის გალარებას, რას აპირებენ კომერციული ბანკები და როგორია ექსპერტების შეფასება?

Print