უხვმა ნალექმა ბათუმში ფერიის მთაზე ერთ-ერთი სახლის სახურავი ჩაანგრია , რასაც მსხვერპლი მოყვა. გარდაცვლილია 45 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა. თოვლისა და ლიპყინულის გამო, საქართველოს გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული. რაც შეეხება დედაქალაქს ,გზების გაწმენდა თბილისში დილიდან დაიწყო - მთელი ღამის განმავლობაში ცენტრალურ მაგისტრალებსა და დამხმარე გზებზე ტექნიკური მარილი იყრებოდა.