პარლამენტის თავმჯდომარის
ინიციატივის გამო შესაძლოა ოპოზიციამ საკონსტიტუციო კომისიაში
მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვას.
საქმე ეხება წინასაარჩევნო ბლოკების კონსტიტუციურ დონეზე აკრძალვას. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას ამ ინიციატივით ოპოზიციური ფლანგის დასუსტება და ოპოზციური ერთობის აკრძალვა ხელისუფლების შესანარჩუნებლად სურს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბლოკების შეზღუდვა მოსახლეობის ინტერესს და პარტიების გაძლიერებას ემსახურება.