დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა,
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო
პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის
გენერალურ დირექტორ კრისტიან დენიელსონთან შეხვედრაზე.
შეხვედრას ასევე დაესწრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრი ზურაბ ალავიძე. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა
და ევროკავშირის თანამშრომლობაზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკის,
კერძოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. პირველმა ვიცე-პრემიერმა
ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იმ
რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის
განხორციელების მიმართულებით.