70 წლამდე ქალბატონისა და 50 წლის მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. დაღუპვის ერთ-ერთ მიზეზად, გაყინვა დასახელდა. ოჯახს ელექტრო -ენერგია სავარაუდოდ, 26 იანვრიდან არ მიეწოდებოდა. გაყინვის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს ოჯახის ნათესავები, ისინი ვარაუდობენ, რომ დედა-შვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ იმსხვერპლა. ცხედრებს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. გარდაცვლილები უკვე ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ, განმარტებები გააკეთეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში, მერიასა და სოციალური მომსახურების სააგენტოში-სარგებლობდა თუ არა ოჯახი ქვეყანაში არსებული სოციალური პაკეტებით და დაიწყო თუ არა გამოძიება.