სიახლეები
შეწყდება თუ არა დევნილთა შემწეობა

შეინარჩუნებს თუ არა დევნილთა ახლანდელი თაობა 45 ლარიან  შემწეობას  და მომდევნო თაობა დევნილის სტატუსს.

სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტთან დაკავშირებით ისევ გაურკვევლობაა. პრეტენზია და კითხვები აქვთ მათ, ვისაც ეს ინიციატივა რეალობად ქცევისას უშუალოდ შეეხებათ.

აფხაზეთიდან დევნილთა ნაწილმა, განსახლების სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტის ვერსია, რომლის მიხედვითაც  შესაძლოა, დევნილების გარკვეულ ნაწილს, 45 ლარიანი შემწეობა შეუწყდეს, პარლამენტში საკომიტეტო სხდომაზე გააპროტესტეს . იძულებით გაადაადგილებულ პირთა თქმითვე, არსებობს საშიშროება რომ ამავე პროექტის მიხედვით, მომავალი თაობისთვის დევნილის სტატუსიც გაუქმდეს.

 

Print