დემონტაჟის დასრულებამდე, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ არც იმ მოვაჭრეებს, რომლებიც თავიანთი ნივთების გამოტანას ითხოვენ.
დაზარალებულები სავაჭრო სახლის ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ, დირექტორი დივერსიაზე საუბრობს. დამწვარი 13 ათასი კვადრატული მეტრი და ასობით დაზარალებული. ბავშვთა სამყაროსთან შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელიც მივიდა, რომელმაც მოვაჭრეებს საგადასახადო შეღავათების პირობა მისცა.