პროცესი, რომელიც ამდენ ხანს
გაგრძელდა პოზიტიური ფინალისკენ მიდის. ევროლიდერები
საქართველოს ვიზალიბერალზიაციას კენჭს ხვალ უყრიან.
პროგნოზი პოზიტიურია. მოლოდინის საუფძველს წარმატებით გავლილი
საკომიტეტო მოსმენები იძლევა .„ლიბეს“ და „კორეპენის“ კომიტეტებმა
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარი სრულად დაუჭირა.
სესია ევროპის დედაქალაქში დღის 12 საათზე გაიხსნება. ბრიუსელშია
საქართველოს დელეგაცია და მოსამზადებელ შეხვედრებს მართავს.
ევროპარლამენტის შემდეგ უკვე მიღებული გადაწყვეტილება ევროსაბჭომ
ხელმოწერით უნდა დაადასტუროს და დოკუმენტები 22 ენაზე ითარგმნოს. ამით
ტექნიკური პროცედურები დასრულდება.