ბავშვთა სამყაროს შენობის
დემონტაჟი როდის დაიწყება ჯერჯერობით კვლავ
უცნობია.
ადგილზე დაზარალებული მოქალაქეები ამ დრომდე რჩებიან და სავაჭრო ცენტრში შესვლას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც. დაზარალებულმა მოვაჭრეებმა, ღამე სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაათენეს .
როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ტერიტორიას მოსალოდნელი დემონტაჟის გამო არ ტოვებენ , რადგან გადარჩენილი ნივთების გამოტანა უვნებლად მოახერხონ . დაზარალებულები სახელმწიფოს დახმარებას თხოვენ, მოთხოვნათა შორისაა არსებული სესხების გადავადებაც.