სიახლეები
ბრიფინგი მთავარ პროკურატურაში

უზენაესის სასამართლოს ორი მოსამართლის საქმიანობაში ჩარევის მცდელობაზე

პროკურატურამ  მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა.  მთავარ პროკურატურაში  გაკეთებული განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ საცხოვრებელი სახლის მისამართებზე დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს. ამავდროულად ხსენებულმა მოსამართლეებმა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებზე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მიიღეს მსგავსი ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები.  ბრიფინგზე არ დაკონკრეტებულა არის თუ არა სატელეფონო და წერილობითი მიმართვების ავტორი  მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე.

 

Print