სიახლეები
პროკურატურის შუალედური გამოძიების შედეგები

ფარული ჩანაწერების საქმეები და დაწყებული გამოძიებები რომელთა უმეტესობაც ამ დრომდე დასრულებული არ არის.

ჩანაწერების ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოებასთან არის კავშირში, თუმცა გამოძიების შედეგი ამ შემთხვევაშიც უცნობია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ თემაზე დღეს  განცხადება არ გაკეთებულა. საპარლამენტო  ოპოზიციაში ამბობენ, რომ ჩანაწერები, რომელიც გაურკვეველი წარმომავლობის საიტებით ვრცელდება, რეალურად ხელისუფლებასთან არის კავშირში, ხელისუფლებაში კი გამოძიების დასრულების აუცილებლობაზე საუბრობენ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით  საკანონმდებლო ორგანო ფარული ჩანაწერების საქმეებზე მონიტორინგს გააგრძელებს.

 

Print