სიახლეები
რეორგანიზაცია საზოგადოებრივ მაუწყებელში

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი ახალი მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი გეგმის განხილვას იწყებს.

შეხვედრა ხუთშაბათს ჩაინიშნა, ამავე დღეს შედგება თანამშრომლებთან გასაუბრება. ხელმძღვანელობას მოუწევს მაკონტროლებელ საბჭოს ცალ-ცალკე დაუსაბუთოს რატომ უშვებს სამსახურიდან ამა თუ იმ თანამშრომელს. სახლში წასვლა რომ ბევრს მოუწევს ამას აღარვინ მალავს. თუმცა მენეჯმენტი ჯერ ვერ აკონკრეტებს ვინ წავა და ვინ დარჩება.

ვასილ მაღლაფერიძის გეგმა იმ ბორდმა უნდა დაამტკიცოს, რომელმაც ის გენერალურ დირექტორად ხმათა უმრავლესობით აირჩია. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ზუსტად ამ სახით რეფორმას ბევრი მომხრე არ ეყოლება. კითხვებს იწვევს ისიც, რატომ გახდა საჭირო შენობის შეცვლა. და გაურკეველია, ბორდის თანხმობის შემთხვევაში, საიდან იმაუწყებლებს საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

Print