სიახლეები
ხანძარი თბილისში
ტრაგიკული შემთხვევა კრწანისის რაიონში. 

რუსთავის გზატკეცილთან  მდებარე დასახლებაში ბარაკი დაიწვა. ხანძარს 75 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა. ცეცხლმა სულ სამი ოჯახი - მათ შორის  11 ადამიანი დააზარალა. მათ რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დახმარებით ღამე სასტუმროში  გაათენეს.

ხანძრის ჩაქრობა  კი რამდენიმე საათს გაგრძელდა ადგილზე 6 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს -  რაც გაუფრთხილებლობით  სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს

Print