სიახლეები
ჯანელიძის ვიზიტი საფრანგეთში
საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს,
ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და მზად არის ხელი შუწყოს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ამის შესახებ საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ითქვა  რომელიც პარიზში მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ჟან მარკ ერომ ქართველ კოლეგას ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი ახლო მომავალში დასრულდება. მინისტრებმა საუბრისას ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების გაღმავებისათვი გამოხატეს მზადყოფნა. გადაწყდა რომ კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობაც.
Print