სიახლეები
ქეთევან ციხელაშვილი პლებისციტზე
პლებისციტი ცხინვალის რეგიონში არაკანონიერი და საერთაშორისო ნორმების დარღვევის მცდელობაა. 

ის ლეგიტიმური ვერ იქნება - ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი სეპარატისტული საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას.  მინისტრის განმარტებით, ამ ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს ვერ ექნება ვერანაირი სამართლებრივი ძალა და ვერ გახდება რაიმე ცვლილების საფუძველი შესაბამისად, მისი შედეგებს არ აღიარებს არც საქართველოს ხელისუფლება და არც საერთაშორისო სამართალი და თანამეგობრობა. საქართველოს პრემიერმინისტრი კი ამ ფაქტთან დაკავშირებით  აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ძალისხმევას, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია პასუხობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციის გაძლიერებითა და მათი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებით - მიაჩნია გიორგი კვირიკაშვილს.

Print