სიახლეები
„ლეიბორისტული პარტიის“ ანგარიშები დააყადაღეს

"ლეიბორისტული პარტიის" საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია.

ფაქტი დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ  დაადასტურა. იგი აცხადებს. რომ ყადაღა პარტიის ანგარიშს პოლიტიკური ნიშნით, პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ფინანსთა მინისტრმა დაადო.

"ლეიბორისტული პარტია" საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს და მოუწოდებს, ამ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი ქვეყნების მთავრობები საქმის კურსში ჩააყენონ, რათა მათი ზეწოლით მოხდეს პარტიის ანგარიშის ყადაღის მოხსნა. საპასუხოდ გუგავა მათგან ასევე მოითხოვს ივანიშვილის უცხოურ ანგარიშებს დაედოს ყადაღა.

 

Print