ვიდრე პარლამენტი შეჯერდება ვის
მიაკუთვნოს ფარული მოსმენების მაკონტროლებლის როლი,
ექსპერტიზის ბიუროში საქმის სიმცირეს
არ უჩივიან. დეპუტატებს რამდენიმე კანონპროექტი აქვთ ხელთ- მათ შორის
მმართველი გუნდის. რომლის მიხედვით, ფარული მიყურადების
გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფ
ახალ სამსახურს უნდა გადაეცეს. მისი მოქმედება კი სუსის ხელმძღვანელმა
გააკონტროლოს.
ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან
დაკავშირებულ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ეკისრება უფლებამოსილება,
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს განუსაზღვროს
მოთხოვნები, შეუსრულებლობა კი, ავტორიზებული პირების დაჯარიმებას
გამოიწვევს.