ფაქტი 2014 წელს, გურიაში მოხდა. მშობლების განმარტებით, მარიამ ვასაძე ლანჩხუთის სამედიცინო დაწესებულების პერსონალის დაუდევრობითა და გულგრილობით გარდაიცვალა. ოჯახი ირწმუნება, რომ ბავშვს პნევმონია ჰქონდა და მას ექიმებმა სათანადო დახმარება ვერ აღმოუჩინეს. ოჯახი ამბობს,რომ სამართლებრივ დავას პროკურატურაში ორი წელია უშედეგოდ აწარმოებენ. ისინი საქმის დროულად გამოძიებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვის ცხედრის პროკურატურის წინ დასვენებით იმუქრებიან. ექიმები ბრალდებებს უარყოფენ, ბორის ბურძგლას განცხადებით, ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გართულებული მდგომარეობით შეიყვანეს.