სიახლეები
პრემიერი საზოგადოებრივ მაუწყებელზე
მთავრობა მიესალმება საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს.

"ხელისუფლება დაინტერესებულია, საქართველოს ჰყავდეს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი. ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ვერ შევეგუებით, მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე, არ იქნება საინტერესო. გვინდა, ეს იყოს ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

Print