და მონიტორინგის ცენტრ მედიატორის ანგარიშის მიხედვით, 13 მილიონიანი ქონების მფლობელი იოსებ მაკრახიძე, კვლევის შედეგებს აპროტესტებს. გორის მაჟორიტარი დეპუტატი მიიჩნევს, რომ მონიტორინგის ცენტრ მედიატორს და პოლიტიკურ პარტიას ახალი საქართველოსთვის კვლევის ჩატარებისას გარკვეული ინტერესი ამოძრავებდათ. მაკრახიძის თქმით, კომპანია იბოლია, რომლის ქონებაც კვლევის ავტორებმა 13 მილიონად შეაფასეს, 7 პირს ეკუთვნის და შესაბამისი ქონებაც პარტნიორებზე ნაწილდება.