"ბურგერ ბარში" დაწყებული ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა . ჩხუბის დროს ბარის ინვენტარი დაზიანდა. ობიექტის მფლობელის განმარტებით, ახალგაზრდები შემთხვევის ადგილიდან პოლიციის მისვლამდე მიიმალნენ. შელაპარაკების დაწყების კონკრეტული მიზეზი უცნობია. როგორც ცნობილია მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.