მიზეზი თბილისის მერიის წარმომადგენლების გამოუცხადებლობა იყო. დეპუტატები დღეს, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის, კომპენსაციის სახით მილიონი ლარის გამოყოფის საკითხზე მსჯელობას გეგმავდნენ.
საკრებულოს ოპოზიციური პარტიები
და დამოუკიდებელი დეპუტატები მერიის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის
საკითხზე და რეგლამენტის დარღვევაზე საუბრობენ.
მათი განცხადებით, შემდეგი ნაბიჯი საკრებულოში დედაქალაქის მერის
დაბარება იქნება და ამ მიმართულებით ხელმოწერების შეგროვებას
გეგმავენ. დღეს უმცირესობის მოთხოვნას საკრებულოს
თავმჯდომარე გამოეხმაურა.