“ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი
დამფუძნებლის ავთო დავითაძის შვილი
მაღალჩინოსან სამართალდამცველს
ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ინციდენტი წუხელ “ბურგერ კინგში”
მომხდარ ჩხუბის ფაქტს უკავშირდება. კაფეში დაპირისპირებაში
მონაწილე ახალგაზრდები სამართალდამცველებს განყოფილებაში
ჰყავდათ მიყვანილი და პოლიტიკოსის შვილის გიორგი დავითაძის მტკიცებით,
იგი სამართალდამცველებთან სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით
ინციდენტის დეტალების გასარკვევად მივიდა. ავთო დავითაძე აცხადებს,
რომ მისი შვილი ვაკე საბურთალოს სამმართველოს უფროსმა,
ავთო გალდავამ კიდევ ორ პოლიციელთან ერთად სცემა.
27 წლის ახალგაზრდას
სამედიცინო დახმარება „ბლექველის სახელობის კლინიკაში“
აღმოუჩინეს. დაზრალებული ამ დროისათვის უკვე სახლშია
გაწერილი.