გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“
მთავარი რედაქტორი დაკითხვაზეა დაბარებული.
ელისო კილაძის განმარტებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა თავის დროზე თანხმობა განაცხადა, რომ ამ საქმეზე დაკავებულებს გაფორმებოდათ საპროცესო შეთანხმება. მისი მტკიცებით, ფაქტები ბესელიასა და პროკურატურის შეთანხმებულ მოქმედებას ადასტურებს. ელისო კილაძე თბილისის მთავარ პროკურატურაში 14:00 საათზეა დაბარებული.