
70 წლის ქალბატონის სიცოცხლე
ემსხვერპლა ბათუმში ხანძარს.
შემთხვევა ერთ-ერთ ღამის კლუბში
მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ცეცხლი თავდაპირველად
კონდენციონერს გაუჩნდა, შემდგომ კი სწრაფად აალდა. შენობაში იმ
დროისთვის დაახლოებით 30 ადამიანი იმყოფებოდა.
დაშავებულია კიდევ 4 ადამიანი, ერთი „დიჯეი“ და სამი სტუმარი,
ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ბათუმის რესპუბლიკურ და
რეფერალურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათგან ორის
მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ექიმების განმარტებით,
დაზარალებულებს სხეულის სრული დამწვრობა აქვთ მიღებული.
პაციენტები ამ დროისათვის თბილისისა და ქუთაისის სამკურნალო
დაწესებულებებში არიან გადანაწილებული. ცეცხლის
ლოკალიზება სამმა სახანძრო ბრიგადამ მალევე შეძლო.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე 187
მუხლის მესამე ნაწილით.