შეხვედრის შემდეგ კახა კალაძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ საპატრიარქოში ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად და მის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ. კითხვა ზე ისაუბრეს თუ არა შეხვედრაზე ე.წ. „ციანიდის საქმეზე“, კალაძემ უკომენტაროდ დატოვა. ასევე უკომენტაროდ დატოვეს საპატრიარქო რეზიდენცია პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.