განცხადებით, საპატრიარქო სრულ ნდობას უცხადებს საგამოძიებო სტრუქტურებს. მიქაელ ბოტკოველი მოუწოდებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით სპეკულირება არ დაიწყონ და საგამოძიებო სტრუქტურებს გამოძიების ჩატარებაში ხელი არ შეუშალონ. მისივე განცხადებით, სასულიერო პირებმა, მათ შორის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ე.წ. „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით მთავარი პროკურორისგან პირადად მოისმინეს საქმის დეტალები.