
„ციანიდის საქმის“
ბრალდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე კვლავ ჩაფიძის კლინიკაში
დააბრუნეს.
დამატებითი გამოკვლევების
შემდეგ მედიკოსთა გადაწყვეტილებით, სასულიერო პირის
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება შეჩერებულია. აქედან
გამომდინარე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მისი დაკითხვა
სწორედ კლინიკაში მოხდება. დეკანოზი მკვლელობის მომზადებისათვის
წაყენებულ ბრალს კვლავ არ აღიარებს. გიორგი მამალაძე, ჯერ არ
შეხვედრია საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც.