აჭარის
ფინანსთა
და
ეკონომიკის
სამინისტროს
მიერ
დაფუძნებული
შპს
„ჰიგიენას“
დირექტორმა,
ირაკლი ცეცხლაძემ დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხები მიითვისა. ის
ამჟამად მიმალვაშია.
ფაქტს კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში
ადასტურებენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
საგამოძიებო უწყების ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
182-ე მუხლით მიმდინარეობს - მითვისება ან გაფლანგვა.
უწყებაში დანასაულის კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ.