სიახლეები
ელისო კილაძე გამოკითხვაზე დაიბარეს
უკვე ერთი საათია რაც გაზეთი „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორი
ელისო კილაძე მთავარ პროკურატურაში ჩვენების მისაცემადაა  შესული. ელისო კილაძის საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზეზი, კი როგორც ჟურნალისტმა განმარტა,    ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მის  გაზეთში გამოქვეყნებული მასალებია. მათ შორისაა  პირადი ცხოვრების ამსახველი  მასალების კონკრეტულ საქმეზე ბრალდებულთა შეცვლილი ჩვენებები და დეპუტატის განცხადება.
Print