სიახლეები
ოპოზიცია ნარმანიას საკრებულოში იბარებს

გაერთიანებული ოპოზიცია საკრებულოში  დედაქალაქის მერს იბარებს.

ოპოზიციური ფრაქციის წევრებთან ერთად მერისგან კითხვებზე პასუხს დამოუკიდებელი მაჟორიტარებიც ელიან.

ინიაციატორები შეხვედრას საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ფორმატში მოითხოვენ. მათ შესაბამისი ხელმოწერებით  თბილისის მერიაში მოთხოვნა უკვე გადააგზავნეს.  დეპუტატები  კორუფციულ გარიგებაზე მიანიშნებენ და დავით ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავენ.ბჯერჯერობით უცნობია  გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნაზე  დავით ნარმანიას პასუხი, საკრებულოს თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ მოსამართლე  ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული კომპესაციის საკითხი  საკრებულოს უახლოეს სხდომაზე აუცილებლად  განიხილება.

 

Print