სიახლეები
დაკავება სახელმწიფო თანხის მითვისების ფაქტზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს

მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენას“ დირექტორს,  დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. ირაკლი ცეცხლაძე  ამჟამად მიმალვაშია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით მიმდინარეობს - მითვისება ან გაფლანგვა.

უწყებაში დანაშაულის კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ.

 

Print