
ფარული მიყურადებისა და
მოსმენების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს სესიაზე პირველი
მოსმენით უყრიან კენჭს.
თუმცა მთელი დღის განმავლობაში
საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა. უკვე
ცნობილია, ოპოზიციის გადაწყვეტილება. კანონპროექტს ისინი მხარს არ
დაუჭერენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის მიერ
შემუშავებული კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ
გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში მოდის.