სიახლეები
ელისო კილაძე პროკურატურაში გამოკითხეს
თბილისის პროკურატურაში თითქმის 5 საათს გაგრძელდა ჟურნალისტ ელისო კილაძის გამოკითხვა.
საუბარია დოკუმენტზე, რომელიც ჟურნალისტ ელისო კილაძეს, კონფიდენციალურმა წყარომ  მიაწოდა და  ,,ქრონიკა+“-ში გამოქვეყნდა, საპროცესო შეთანხმების ოქმი, რომელიც 2016 წლის 15 ივნისით თარიღდება. პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ელისო კილაძემ აღნიშნა, რომ გამოძიებას კითხვები hქონდა იმასთან დაკავშირებით თუ საიდან აქვს მას ეს  დოკუმენტები. თუმცა კილაძე  წყაროს დასახელებას არ აპირებს. პროკურორის განცხადებაზე, რომ ელისო კილაძემ გაუთქმელობის დოკუმენტს მოაწერა ხელი, და შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს, ჟურნალისტმა განმარტა, რომ ეს საქმე არ არის კავშირში იმ ხელწერილთან, რომელსაც მან ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მოაწერა ხელი.
Print