
დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის
გულის ცენტრიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.
ჩაფიძის სამედიცინო ცენტრის ექიმის
განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის
სტაციონარულ მკურნალობას აღარ საჭიროებს. მკვლელობის მომზადების
ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირი პატრიარქთან
შეხვედრას ითხოვს, თუმცა შეხვედრაზე საპატრიარქო უარს
აცხადებს.
სავარაუდოდ ხვალ დაკავებული
სასულიერო პირი სამართალდამცავებს ჩვენებას მისცემს,
ვრცელდება ინფორმაცია რომ პროკურატურა დაკითხავს პატრიარქის მდივან
რეფერანტ შორენას თეთრუაშვილსაც.