უკვე ოთხი საათია რაც დეკანოზ
გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცესი მიმდინარებს.
ე.წ მატროსოვის ციხეში იმყოფებიან დაკავებულის ადვოკატები და საქმის პროკურორი. უფლებადამცველების ინფორმაციით, სასულიერი პირის ჩვენებით, საქმეში არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
ბრალდებებს უარყოფენ სამართალდამცველები. პროკურორმა ადვოკატების განცხადებას სპეკულაცია უწოდა და განმარტა, რომ ბრალდებულს ჩვენების მიცემა არაერთხელ შესთავაზეს, თუმცა ის უარს აცხადებდა.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.