
ევროკავშირის საბჭოს
მიერ დამტკიცებული რეგულაცია საბოლოო ნაბიჯია
ვიზალიბერალიზაციის მიღების პროცესში.
საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს ინფორმაციით, რეგულაციას ხელი პირველ მარტს
მოეწერება და რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.
გამოქვეყნებიდან 20-ი დღის ვადაში კი საქართველოს მოქალაქეები
შეძლებენ მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გაემგზავრონ შენგენის წევრ
ქვეყნებში.