სიახლეები
ვიზალიბერალიზაცია - შეფასებები
საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო
მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას
თამარ ხულორდავას თქმით, ეს საბოლოო
ნაბიჯია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების
მიღების პროცესში. დეპუტატის თქმით, საქართველოს
მოქალაქეები ევროკავშირსა და შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას
რამდენიმე კვირაში შეძლებენ. განახლებულ რეგულაციას ხელი პირველ
მარტს, მოეწერება და რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალურ
ჟურნალში. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს
მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გაემგზავრონ
შენგენის წევრ ქვეყნებში. საკითხს გამოეხმაურა ამერიკის ელჩი
საქართველოში, იან კელი საქართველოს მოსახლეობას მიღწეულ
წარმატებას ულოცავს.