დღეს მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზისათვის ჩვენების ჩამორთმევის პროცესი ჩაიშალა .
ოფიციალურ მიზეზად დაკავებული სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება დასახელდა, თუმცა 13:00 საათზე, მატროსოვის მე- 9 საპყრობილეში მისული პროკურატურის წარმომადგენლებს, ადვოკატებისა და ბრალდებულის არგუმენტების არ სჯერათ. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული დეკანოზი გამოძიებასთან საუბრის გაგრძელებას, მხოლოდ ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ აპირებს.