სიახლეები
შეთანხმება სავალუტო ფონდის პროგრამაზე

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 285 მლნ დოლარის მოცულობის ახალ პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ორი კვირის განმავლობაში, მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

როგორც ცნობილია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, უკვე განხორციელებულ და ამჟამად მიმდინარე ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მოწონებული იქნა მთავრობის ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რომელთა მიზანია, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა.

 

Print