სიახლეები
გამომცემლების პროტესტი
განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული გრიფირების ახალი წესი

გამომცემლებსა და ჯეჯელავას უწყებას შორის დაპირისპირების  მიზეზად იქცა. სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლები  წიგნების გრიფირების ახალ წესს აკრიტიკებენ და კონკურსში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. განათლების უწყების მიმართ, პრეტენზიები აქვთ სახელმძღვანელოების ავტორებსაც. სასკოლო წიგნების  ავტორები აცხადებენ, რომ განათლების  სამინისტროს მიერ დამტკიცებული გრიფირების ახალი წესი შინაარსობრივად და ტექნიკურად წიგნების ხარისხის გაუმჯობესებას ვერ უზრუნველყოფს.

Print