„რუსთავი 2“-ის საქმეზე
დაანონსებული გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი დღით
ადრე
ტელეკომპანიის ორი დამფუძნებელმა ზეწოლით ჩამორთმეული ქონების დაბრუნება მოითხოვეს.
ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა დღეს სპეციალური განცხადება გააკეთეს. ხვალ კი, უზენაესი სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს „რუსთავი 2“-ის საქმეს.
პარალელურად დღეს, ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელსაც ტელეკომპანია საგანგებო რეჟიმით გააშუქებს.