სიახლეები
მოსმენების კანონს კენჭი უყარეს

87 მომხრე 2 წინააღმდეგი  ე.წ "ფარული მოსმენების" შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დამტკიცებულია.

რიგგარეშე სესიას ოპოზიციის ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა.  დარბაზში დღეს,  მხოლოდ  „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები იმყოფებოდნენ.

„ევროპული საქართველოსა“  და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა კი, კანონში ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვის პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

 

Print