კითხვები კვლავ
პასუხგაუცემელი დარჩა.
დღეს, თბილისის მერიასთან მორიგი ხმაურიანი აქცია გაიმართა. საკრებულოს უმცირესობის 6 დეპუტატი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს. მოგვიანებით გადაწყვეტილება შეიცვალა, თუმცა ნარმანიასთან კონტაქტზე უარი ამჯერად ოპოზიციამ განაცხადა და სარჩელის მომზადება გადაწყვიტა.
დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის გამოსვლა დღეს კონკრეტულ მიზნების მისაღწევად დადგმული შოუ იყო.