მოსამართლე, ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადახდილი კომპენსაციის საკითხის კანონიერებას, მერიის მოთხოვნით პროკურატურა შეისწავლის.
ამ ფაქტის შესახებ დღეს საკრებულოში - ოპოზიციისა და მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენლების დახურული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
დღეს ბადრი გიორგიძე საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენელთა კითხვებს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა. ერთერთი მთავარი თემა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემული კომპენსაცია იყო და ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მერიის წარმომდგენელთან საუბრის შემდეგ პოზიცია არ შეუცვლიათ და მერიის გადაწყვეტილებაში კვლავ კორუფციული გარიგების ნიშნებს ხედავენ.